საზოგადოება

კომპანიებისთვის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება შესაძლოა, 2025 წლიდან გახდეს სავალდებულო

კომპანიებს ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება, გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრა და ნარჩენების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების ვალდებულებების შესრულება 2020 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, 2025 წლიდან შეეძლებათ.ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია.კომიტეტი განმარტავს, რომ თარიღის გადავადება იმის გამო ხდება, რომ ზემოთ აღნიშნული ვალდებულებების შესრულებისთვის ის კომპანიები ჯერ კიდევ არ არიან მზად, რომელთაც საკუთარი საქმიანობის შედეგად, წლის განმავლობაში, წარმოექმნებათ 120 კილოგრამზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი ან ორ ტონაზე ნაკლები არასახიფათო ნარჩენი.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button