ეკონომიკა

ინფლაცია სამ პროცენტიან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა მდგრადია გარე შოკების მიმართ.„2019 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის წლიურმა ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე (მშპ-ს 4.6 პროცენტი) შემცირდა. კორპორატიულმა სესხებმა და ლარის იპოთეკებმა ხელი შეუწყო დაკრედიტების ზრდის შენარჩუნებას. ლარის გაუფასურებამ გაზარდა წლიური ინფლაცია 6.9 პროცენტამდე ოქტომბრის მდგომარეობით“, – აღნიშნა მან.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button