ეკონომიკა

საქართველოს დელეგაცია შანხაის იმპორტის ექსპოს მეორე გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას

ჩინეთის ქალაქ შანხაიში დღეს ჩინეთის მეორე საერთაშორისო იმპორტის ექსპო გაიხსნება. საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს გამოფენის პარალელურად მიმდინარე ბიზნეს ფორუმში, ასევე სიტყვით გამოვა პანელზე, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობასა და ლოგისტიკას შეეხება. გარდა ამისა, ნათია თურნავა საქართველოს ეროვნულ საგამოფენო პავილიონს დაათვალიერებს, აგრეთვე გამართავს შეხვედრებს ჩინეთის სამთავრობო და რეგიონალურ ლიდერებთან, აგრეთვე ბიზნესწრეების ხელმძღვანელ პირებთან.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button