სპორტი

ფოთის სტადიონისთვის 5,7 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

ფოთის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასასრულებლად ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. პროექტის მიხედვით, ფოთში უეფას მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი უნდა აშენდეს. არენის რეაბილიტაცია 2016 წლიდან დაიწყო და პირველი ეტაპი სექტემბერში დასრულდა, ფეხბურთის ფედერაციამ ბუნებრივსაფარიანი მოედანი დააგო, ასევე აშენდა 1700 მაყურებელზე გათვლილი დასავლეთ ტრიბუნა, რომელიც გადაიხურა. შედეგად, ფოთის „კოლხეთი 1913“ მშობლიურ არენას შვიდწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button