სამართალი

სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს

სახალხო დამცველი მოითხოვს, გამოძიება დაიწყოს სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, სასულიერო პირების მხრიდან, სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულების ფაქტების შესახებ. „გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება თითოეულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე მოვუწოდებ ყველა იმ პირს, რომლისთვისაც ცნობილია ზემოთ აღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button