საზოგადოება

“არა, დღეს არ გაისვრიან არაფერს. არც აქციას დაშლიან ისე, როგორც დაშალეს”-მაკო გომური ჰომოფობიური ჯგუფების აქციას გამოეხმაურა

მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, კინოთეატრებთან And Then We Danced-ის პრემიერის ჩასაშლელად გამართული ჰომოფობიური ჯგუფების აქციას ეხმაურება.

“მეგობრები ვართ ჩემთან სახლში შეკრებილები, ჩემი დებიც აქ არიან. მშობლები რიგრიგობით გვირეკავენ – სახლში ხართო, რუსთაველზე ხომ არ ხართო, ზოგიერთის დედას უბრალოდ ერიდება პირდაპირ კითხვა და გვეკითხება, როგორი დღე გვქონდა და რას ვაკეთებდით, შესაბამისად იგებენ ვართ თუ არა სახლში, კიდევ ხომ არ ემუქრება მათ შვილებს თვალების დათხრა.

არა, დღეს არ გაისვრიან არაფერს. არც აქციას დაშლიან ისე, როგორც დაშალეს. ეს აქცია ხომ რეალურ, საღ აზრს არ ემსახურება”.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button