სპორტი

ახალი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა გლდანში იგეგმება

საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა გლდანის მე-7 მკ/რ, ყოფილი რადიო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაწყდა. პროექტის თანახმად, ახალ ცენტრში ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედანი მოეწყობა, დამონტაჟდება 230 – 250 ლუქსიანი განათება, 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და ადმინისტრაციული შენობა.საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დასრულება 2020 წელს იგეგმება. სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button