პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილის სტატიას,„ვაშინგტონ ეგზამინერი“ აქვეყნებს

პუბლიკაციაში სახელწოდებით – „რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამავე გამოცემის ერთ-ერთ ავტორს, ტომ როგანს პასუხობს, რომელმაც საქართველოს შესახებ სტატია ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა.

„ტომ როგანი მართალია, რომ პრეზიდენტი ტრამპი აუცილებლად უნდა ეწვიოს საქართველოს და ის მართალია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს საქართველოში თბილად მიიღებენ. თუმცა, ამავე დროს, ტრამპი ვერ აღმოაჩენს იმას, რასაც როგანი ამტკიცებს, რომ საქართველოში რუსეთს „აქვს ახალი შესაძლებლობის შეგრძნება“, რათა ძირი გამოუთხაროს საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ თვალსაჩინო პროგრესს. მისი ეს შეფასება მცდარია. ის ეფუძნება როგანის დისკუსიას ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან, რომლის პარტიაც 2012 წლის არჩევნების შედეგად, ხელისუფლებას ჩამოაშორეს, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და თავისუფლებისა და დემოკრატიის დამახინჯების გამო“, – ნათქვამია სტატიაში.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button