პოლიტიკა

„კანონის ფარგლებში ყველა ჯგუფს უნდა ეძლეოდეს საშუალება, რომ საკუთარი აზრი გამოხატოს-დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილის განცხადებით, ძალიან მაღალი შეფასება ეძლევა იმ მონაპოვარს, რომ კონსტიტუციით და რეგულაციის წესით, რაც ქვეყანაში არსებობს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მაღალი დაცვის ქვეშ. „კანონის ფარგლებში ყველა ჯგუფს უნდა ეძლეოდეს საშუალება, რომ საკუთარი აზრი გამოხატოს. ეს დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნის მომავალია. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზღვარს გადავა და იქნება კანონდარღვევა, რა თქმა უნდა, სამართალდამცველების მხრიდან აღკვეთილი უნდა იყოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button