საზოგადოება

კინოთეატრ “ამირანში” გამნაღმელები და კინოლოგები მივიდნენ

კინოთეატრ “ამირანში”, სადაც დღეს ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა უნდა გაიმართოს, კინოლოგები და გამნაღმველები მივიდნენ. შსს-ს ინფორმაციით, კინოთეატრ “ამირანს” კონოლოგები  პრევენციის მიზნით ამოწმებენ.  ამავდროულად, „გალერეა თბილისში“ უსაფრთხოების მიზნით, ლიფტები გათიშეს. კინოთეატრ „კავეასთან“ მხოლოდ ესკალატორები მუშაობს, რომელთანაც ე.წ. დეტექტორებია დამონტაჟებული და პოლიცია კინოთეატრში შემსვლელებს შეამოწმებს.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button