კულტურა

„ჟანდარმერია კავკასიაში“ -12 ნოემბერს გამოფენას ეროვნული არქივი უმასპინძლებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 12 ნოემბერს გამოფენა „ჟანდარმერია კავკასიაში“ გაიხსნება.ეროვნული არქივის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ორიგინალი დოკუმენტები, ისე ფოტოასლები თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს ფონდიდან, რომელიც 1839-1917 წლებში ამ ორგანიზაციაში შექმნილ წერილობით დოკუმენტებს, მეთვალყურეობის მასალებს, საიდუმლო კორესპონდენციასა და სხვა საინტერესო დოკუმენტებს აერთიანებს. ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში18 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button