პოლიტიკა

ყველა მოქალაქეს შეეძლება, ნახოს, მოსამართლეობის რომელ კანდიდატს რამდენმა დეპუტატმა და ვინ დაუჭირა მხარი

პარლამენტმა, როგორც დავპირდით საზოგადოებას, დემოკრატიული პრინციპების დაცვით, მაღალი სტანდარტებით ჩაატარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

“ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, მედია ადევნებდა ამ ყველაფერს თვალს და ვფიქრობ, ჩვენმა მოქალაქეებმა თავად ნახეს, პირდაპირ ეთერში, ვინ არიან კანდიდატები, როგორია მათი პროფესიონალიზმის დონე, როგორია მათი ხედვები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, პარლამენტი ამ პროცესის დასრულების შემდეგ განიხილავს კომიტეტზე და შემდეგ პლენარულ სხდომაზე თითოეულ კანდიდატურას ინდივიდუალურად. ვის დაუჭერს მხარს და რამდენ ადამიანს დაამტკიცებს უზენაეს სასამართლოში, ეს არის დამოკიდებული პლენარული სხდომის კენჭისყრის შედეგებზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button