საზოგადოება

კადიროვი – საქართველოსთან დამაკავშირებელი ახალი გზა უნდა აშენდეს

ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს ჩეჩნეთიდან საქართველოში პირდაპირ მიმავალი გზის გახსნა სურს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას რუსული სააგენტო ТАСС-ი ავრცელებს.

„ჩეჩნეთის სოფლიდან, უტუმ-კალიდან, საქართველომდე 40-50 წუთის გზაა, იქ ჩვენ გზა გვქონდა ადრე. თუ გავხსნით ამ გზას, შემდეგ თურქეთი და მერე გადადიხარ ევროპაში. ჩრდილოეთ ოსეთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზაა. ასევე რკინიგზაც. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში უნდა გავხსნათ“, – განაცხადა კადიროვმა.

გზატკეცილის მშენებლობა იტუმ-კალინიდან საქართველოსკენ, ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ დაიწყო. ქართულმა მხარემ მშენებლობა 1998 წელს შეაჩერა.

კადიროვის თქმით, მშენებლობის განახლების შესახებ წინადადება ფედერაციულ ცენტრში უნდა შეიტანონ. „ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ დღეს წამოვაყენებთ საკითხს, ეს ხვალ გადაწყდება. ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს აუცილებლობა და სურვილი“, – აღნიშნა ჩეჩნეთის ლიდერმა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button