საზოგადოება

საშინელი ავარია დადიანზე არის მსხვერპლი

დადიანის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მომხდარი ავარიის ადგილზე სამართალდამცველები, მაშველები და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იყო მობილიზებული.

სამი ავტომობილის შეჯახებისას 2 ახალგაზრდა – გოგო და ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.როგორც ირკვევა, ერთი ავტომობილის მძღოლი მოძრაობისას მეორე, საპირისპირო ზოლში გადავიდა და სხვა ავტომობილს შეეჯახა, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მესამე მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.

შსს-ში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დაშავებულია კიდევ სამი ახალგაზრდა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.შემთხვევაზე გამოძიება 276 მუხლით არის დაწყებული, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button