სპორტი

19-წლიანი პროფესიული კარიერის შემდეგ, დავიდ ვილია კარიერის დასრულებას აანონსებს

ცნობილმა ესპანელმა ფეხბურთელმა დავიდ ვილიამ მიმდინარე სეზონის შემდეგ, კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

„19-წლიანი პროფესიული კარიერის შემდეგ, გადავწყვიტე ამ სეზონის ბოლოს ფეხბურთიდან წასვლა. მადლობა ყველა გუნდს, მწვრთნელსა და თანაგუნდელს, რომლებმაც საშუალება მომცეს, სიამოვნება მიმეღო საოცნებო კარიერისგან. მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც ყოველთვის გვერდით იყო, რათა ჩემთვის მხარი დაეჭირა. ჩემი მიზანია – პირველ იანვარს კარიერა „ვისელ კობესთან“ ერთად იმპერატორის თასის მოგებით დავასრულო. ამის შემდეგ, გავაგრძელებ ფეხბურთისგან სიამოვნების მიღებას ყველა იმ პროექტის მეშვეობით, რომლებზეც დღეს ვმუშაობთ DV7-ის ჯგუფთან ერთად. მადლობა ყველას სიყვარულისთვის“, – დაწერა თავის „ტვიტერში“ 37 წლის ფეხბურთელმა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button