საზოგადოება

საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები -მოკლულია 60 წლამდე ქალი და მისი ქალიშვილი

ვაკეში, ატენის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

მოკლულია 60 წლამდე ქალი ირინა გედევანიშვილი და ასევე მისი ქალიშვილი თამარ აბაშიძე. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია გედევანიშვილის ვაჟის, ლევან აბაშიძის ცხედარიც. მას “ტაისონას” მეტსახელით იცნობენ.

მეზობლები ამბობენ, რომ ირინა გედევანიშვილი ლექტორი გახლდათ და სახლში აბიტურიენტებსაც ამზადებდა.

თამარ აბაშიძე კი ილიას უნივერისტეტში მაგისტრანტი იყო, ადიქციის კვლევების მიმართულებით სწავლობდა.

“ფანტასტიკური ოჯახი იყო. არავინ არ იცის რა მოხდა, მაგრამ ბიჭი ძალიან კარგი იყო, დედა ირინა გედევანიშვილი ზღაპარი ადამიანი იყო. მე გავიგე, რომ ლევანიმ (ტაისონამ) დახოცა დედა და და, მერე მოიკლა თავი. მიზეზი არავინ არ იცის. ყველა გაოგნებულია”, – ამბობს მეზობელი.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button