HOTNEWSვიდეოპოლიტიკა

აქციაზე დაკავებულების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას შეძახილებით შეხვდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ყველა პირი, ჯამში 36 ადამიანი გაათავისუფლა. 

გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხზე სასამართლო 20 ნოემბერს 13:00 საათზე იმსჯელებს. ყველა აქტივისტი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა და მათ დარბაზი დატოვეს. აქტივისტების გათავისუფლებას დარბაზში მყოფი მათი ახლობლები და სამოქალაქო აქტივისტები ტაშით და შეძახილებით -“შეცვალე” ხვდებოდნენ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button