საზოგადოება

25 წლამდე ახალგაზრდებისთვის აზარტული თამაშები იკრძალება

საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.

ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია.

კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი – აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, აზარტულ თამაშებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ, 25 წლამდე ასაკის (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირი) პირები.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button