HOTNEWSსაზოგადოება

მკვლელობა ცაგერში-პოლიციელებმა ერთმანეთი მოკლეს

ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანაში პოლიციელებმა ერთმანეთი მოკლეს. გარდაცვლილია ცაგერის პოლიციის ორი თანამშრომელი გ.ო. და რ.მ. დაჭრილია ერთი პირი, 48 წლის მამაკაცი, რომელიც ცაგერის საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელები ლაჯანაში მდებარე იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრს იცავდნენ. მათ შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთმანეთს ესროლეს.

შემთხვევის ადგილზე მისულ ექიმებს ერთ-ერთი პოლიციელი გარდაცვლილი დახვდათ, მეორე კი საავადმყოფოში შეყვანისთანავე დაიღუპა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button