HOTNEWSვიდეოპოლიტიკა

სტრასბურგში, რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დროშა აღიმართა

სტრასბურგში, რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის დროშა აღიმართა.

დროშის აღმართვის ცერემონიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, სტრასბურგის მერი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და სხვა სტუმრები დაესწრნენ.მოედნამდე მათ სპეციალური ტრამვაით იმგზავრეს, რომელიც ქართული ანბანითა და ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი არის გაფორმებული.

ცერემონიის ფარგლებში გაიჭრა სიმბოლური ლენტი და შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button