პოლიტიკა

ხუნდაძე:კრიზისს ქმნის დაახლოებით 20 ადამიანი, დაუშვებელია, მათ ჭკუაზე იაროს ქვეყანამ

ვერანაირი კომპრომისი აქ ვერ იქნება, საარჩევნო სისტემა დარჩება ის, რაც არის, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში, უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„შესაძლოა, სიმშვიდეზე ვთანხმდებოდეთ, რომ ქვეყანა, მშვიდად ცხოვრობდეს და ეს სტრესული სიტუაცია იქნას მოხსნილი, მაგრამ კომპრომისი გამორიცხულია, დაუშვებელია. არავითარი კრიზისი არ არსებობს, კრიზისს ქმნის დაახლოებით 20 ადამიანი საკუთარი ოჯახის წევრებით და ძალიან მცირე მომხრეებით. ეს დაუშვებელია, რომ მათ ჭკუაზე იაროს ქვეყანამ, ეს გამორიცხულია“, – განაცხადა დეპუტატმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისი არ იქნება

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button