HOTNEWSვიდეოპოლიტიკა

მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება-ელიზაბეთ რუდი

აშშ-ის ელჩის მოვალეობის ელიზაბეთ რუდის თქმით, საქართველოს ძლიერი მხარე მის პარტნიორებშია.

“საქართველომ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს გეოგრაფია. ვფიქრობ, რომ თქვენი ძალა შიდა ერთიანობაშია, პარტნიორობასა და სხვა ქვეყნებთან მეგობრობაში. სწორედ ამიტომაა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ასე მნიშვნელოვანი. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ჩვენთვის მიუღებელია ოკუპაცია და მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს ჯარები კონფლიქტამდე პოზიციებზე და ნება დართოს ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობას აფხაზი და ოსი ხალხისთვის. ისინი საქართველოს განუყოფელ რეგიონებში ცხოვრობენ,”- განაცხადა რუდმა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button