HOTNEWSპოლიტიკა

ტაბულამ გააყალბა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

თამარ ჩერგოლეიშვილს – ტროლებისა და ბოტების ფაბრიკა-ქარხნების დირექტორობა გადავულოცე!-ასე გამოეხმაურა კოკა ყანდიაშვილი ტაბულას მიერ გაყალბებულ ამერიკის დეპარტამენტის განცხადებას.

“გიგა ბოკერიას ცოლმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება გააყალბა!
დატროლა ორიგინალი სთეითმენტის თარგმანი და სააგენტო “ტაბულას” – ფეიკ ნიუსი დაადებინა! Tamara Chergoleishvili – შენ თუ ამ ტექსტში არ ანახებ ერს სიტყვას “დაჟინებით” – ამ წუთიდან, პირადად მე გნიშნავ ტროლებისა და ბოტების ფაბრიკის დირექტორად!
სიტყვა – “დაჟინებით” – რატომ ჩაამატე გოგო?
მთელ “ტაბულაში” – ერთი თანამშრომელი როგორ არ აღმოჩნდა, რომელიც მთლად სახდეპის განცხადების გაყალბებას გაგიპროტესტებდა მაინც.
ამერიკას უყალბებ პოზიციებს შე “პროდასავლურო?”  – ეგაა შენი ევროატლანტიკური ფასეულობები?
ეგაა “ტაბულას” მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა და “კრეატიული-ფერადი-ნიჭიერი-თავისუფალი”?
სამარცხვინო ნიკა გვარამიაც კი არ დაწვრილმანდებოდა ასე – ეს ფსკერია თამარ, შენი ქვეყნისათვის პოზიტიური მესიჯი ამერიკიდან – უარყოფითად შეცვალო – შენივე ხალხის მოსატყუებლად!
ფეიკ ნიუსის მწარმოებელი ხარ შენ და შენი ტაბულა – !

ახლა ფაქტები! 

ეს შენი “ტაბულას” სათაური, ტექსტი და ბმული … (კლასიკური ფეიკ ნიუსი)სახ.დეპ. ოცნებას: დაჟინებით მოგიწოდებთ, პროკურატურა იყოს თავისუფალი პოლიტ. მიკერძოებისგან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებაშია ნათქვამი. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს დაცულ, კეთილდღეობით სავსე და დემოკრატიულ საქართველოს.

“ჩვენ მივესალმებით მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის განხორციელებისას მიღწეულ პროგრესს და მხარს ვუჭერთ მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის.

დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან.

შეერთებული შტატები განაგრძობს მუშაობას მის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობას და ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს” – ნათქვამია განცხადებაში.

ეს კი რეალური თარგმანი – გაყალბების გარეშე!

საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი:
შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, აყვავებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ ვუწონებთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დარჩეს დემოკრატიული პრინციპების, პიროვნული თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ერთგული და უზრუნველყოს, რომ სასამართლო და პროკურატურა იყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოსთან კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button