HOTNEWSსპორტი

წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა გახდა

საქართველოს 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა კანკავაა – ეს რამდენიმე წუთის წინ სასტუმრო „შერატონში“ გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე გამოაცხადეს.

2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში სამი ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი – ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ლორია და ჯაბა კანკავა. საბოლოოდ, მათ შორის ყველაზე მეტი ხმა სწორედ ჯაბა კანკავამ მიიღო.

GFF AWARDS 2019-ზე წლის საუკეთესოების გამოსავლენ გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.

2019 წლის საუკეთესო მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილია. ქალთა საუკეთესო მწვრთნელის ტიტული „ლანჩხუთის“ თავკაცს, ლევან კუკულაძეს ერგო. ჩემპიონატში ქალთა შორის საუკეთესო ფეხბურთელად ხატია ჭყონია ცნეს. ფუტსალში საუკეთესო მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი გახდა, საუკეთესო ფეხბურთელი კი არჩილ სეფისკვერაძე. 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშისთვის ტიტული ზურიკო დავითაშვილი ერგო. წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ტატიანა მატვეევაა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button