HOTNEWSპოლიტიკა

მოძრაობა სირცხვილიამ საბავშვო ატრაქციონი ჩაფუშა

საბავშვო ატრაქციონები, რომლებიც თბილისის მერიამ პარლამენტის წინ წინასაახალწლოდ მოაწყო, მოძრაობა სირცხვილიამ ჩაფუშა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილის მოწყობის შესახებ.

„დედაქალაქის მერიამ წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია აქციის მონაწილეებს საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობის შესახებ.

ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოხდა ადგილზე მდებარე ინფრასტრუქტურის აღება, რაც დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში გადაეცემა მესაკუთრეს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button