კულტურა

კალიფორნიაში „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

კალიფორნიის ქალაქ ბევერლი-ჰილზში „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამოცემა Vulture-ის ცნობით, წლის საუკეთესო დრამატულ ფილმად რეჟისორ სემ მენდესის „1917“ დასახელდა, რომელშიც მოვლენები პირველი მსოფლიო ომის დროს ვითარდება.

დრამატულ ფილმში საუკეთესო კაცი მსახიობი ხოაკინ ფენიქსი („ჯოკერი“), ქალი მსახიობი კი რენე ზელვეგერი („ჯუდი“) გახდა. მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლებად ბრედ პიტი („ერთხელ ჰოლივუდში“) და ლორა დორნი („ქორწინების ისტორია“) აღიარეს.

საუკეთესო კომედიურ ფილმად კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“ დასახელდა, კომედიურ ფილმში საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობების ჯილდოები კი ტარონ ეგერტონს („როკეტმენი“) და ავკვაფინას („დამშვიდობება“) გადაეცათ.

საუკეთესო დრამატული სერიალის ნომინაციაში „მემკვიდრეობამ“, მინისერიალის ნომინაციაში კი „ჩერნობილმა“ გაიმარჯვა. საუკეთესო უცხოურენოვან ფილმად ბონგ ჯუნ ჰოს „პარაზიტი“ დასახელდა. საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო კი ფილმს „ერთხელ ჰოლივუდში“ ერგო.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button