HOTNEWSკულტურა

მადამ ტიუსოს მუზეუმიდან პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქანდაკებები აიღეს

ლონდონში, მადამ ტიუსოს მუზეუმიდან პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქანდაკებები აიღეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. მუზეუმის ხელმძღვანელებმა ეს გადაწყვეტილება წყვილის მხრიდან სამეფო ოჯახის „მაღალი რანგის“ წევრების სტატუსზე უარის თქმის შემდეგ მიიღეს.

ლონდონში მდებარე მუზეუმში სამეფო ოჯახის წევრებისთვის სპეციალური ადგილი იყო გამოყოფილი. სასექსის ჰერცოგის და ჰერცოგინიას ქანდაკებები დედოფალი ელიზაბეტის და პრინცი ფილიპის, ასევე პრინცი უილიამის და მისი მეუღლე ქეით მიდლტონის გვერდით იყო განთავსებული. თუმცა წყვილის გადაწყვეტილების შემდეგ მუზეუმის ხელმძღვანელობამ პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქანდაკებების აღება გადაწყვიტა. ჯერ უცნობია, განათავსებენ თუ არ წყვილის ქანდაკებას მუზეუმში სხვა ლოკაციაზე.

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქანდაკებები მადამ ტიუსოს მუზეუმში გასული წლის 9 მაისს, წყვილის სამეფო ქორწილამდე 10 დღით ადრე განათავსეს

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button