სამართალი

ვარკეთილში გამართულ აქციაზე დაკავებული ოთხი პირის სასამართლო პროცესი 15 იანვრამდე გადაიდო

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული ოთხი პირის პროცესი 15 იანვრამდე გადაიდო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროცესის გადადების შუამდგომლობა ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ფხალაძის ადვოკატს ეკუთვნის.

როგორც ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კომუნიკაცია აქ ჰქონია და ამის გათვალისწინებით, ვიდეომტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქმის განხილვა უნდა გადადებულიყო.

უფლებადამცველმა ასევე საქმის გამოყოფის შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან კომპანიის დაკავებული სამი თანამშრომელი ბრალს აღიარებს. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროცესის გადადებას არ ეთანხმებოდა კომპანიის დაკავებული სამი თანამშრომელი. მათი განცხადებით, ადვოკატს მტკიცებულების მოსაპოვებლად საკმარისი დრო ჰქონდა.

საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას ედავება.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button