სამართალი

მოსამართლემ საქმეზე თვითაცილება გამოაცხადა და გვარამია სასამართლოს შეურაცხყოფის მოტივით 500 ლარით დააჯარიმა

ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ თვითაცილება გამოაცხადა, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი კი მოსამართლისა და სასამართლოს შეურაცხყოფის მოტივით 500 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ გიორგი არევაძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. მოსამართლესა და ნიკა გვარამიას შორის სხდომაზე მწვავე კამათი იყო.  

„მას შემდეგ რაც პროცესი დატოვეთ, გააკეთეთ განცხადებები, თუნდაც სოციალურ ქსელში. მე ვარ საქმის განმხილველი მოსამართლე და მნიშვნელოვანია, ვის გულისხმობდით, ვის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქმეზე ჩემი გადაწყვეტილება შესაძლოა, ჩაითვალოს მიკერძოებულად. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გადაწყვეტს, ვინ იქნება შემდგომში თქვენი საქმის განმხილველი მოსამათლე“, – მიმართა მოსამართლემ გვარამიას. 

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button