HOTNEWSეკონომიკა

სომხეთი მშპ-თი საქართველოს 2019 წელს არა, მაგრამ 2005-2009 წლებში უსწრებდა-სომხეთის ყოფილი პრემიერი სააკაშვილს პასუხობს

ერევანში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უპასუხეს. სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ეკონომისტი გრანტ ბაგრატიანი ამბობს, რომ სომხეთი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე ბოლოს სწორედ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, 2005-2009 წლებში უსწრებდა.

ბაგრატიანი აღნიშნავს, რომ მის გუნდს მთლიანი შიდა პროდუქტის ისტორიული შეფასებებიც აქვს გაკეთებული. ამრიგად, ეკონომისტის განცხადებით, თამარ მეფის პერიოდამდე სომხეთი საქართველოზე უკეთესად ცხოვრობდა. მისი თქმით, ვითარება მე-20 საუკუნის 70-იან წლებში შეიცვალა.

„მიხეილ სააკაშვილს უბრალოდ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს“, – ციტირებს ბაგრატიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს პორტალი aysor.am.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button