სპორტი

2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენებს ჟესტებით პოლიტიკური პროტესტის გამოხატვა აეკრძალათ

2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენებს პროტესტის, ან რაიმე სახის პოლიტიკური გზავნილით პოზიციის გამოხატვა ეკრძალებათ. წერს Guardian-ი. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს ზაფხულის თამაშებისთვის 50 წესისგან შემდგარ მისივე სახელმძღვანელოში ასახა. სპორტსა და ოლიმპიურ თამაშებში ნეიტრალიტეტის დასაცავად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განმარტავს, თუ რა სახის პროტესტზეა საუბარი.

მაგალითად, სპორტსმენებს ეკრძალებათ ნებისმიერი პოლიტიკური შეტყობინების გავრცელება, ნიშნების, ჟესტების და სამკლაურის გამოყენებით, როგორიცაა ხელით რაიმე სახის ჟესტის გამოხატვა, ან დაჩოქება ცერემონიის პროტოკოლის უარსაყოფად.  

„ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რადგან სპორტი ნეიტრალური და პოლიტიკისგან, რელიგიური თუ სხვა ნებისმიერი ტიპის ჩარევისგან თავისუფალი უნდა იყოს. კერძოდ, მთავარი ყურადღება უნდა გამახვილდეს სპორტსმენთა წარმოდგენაზე, სპორტისა და მისი ღირებულებების წარმოჩენაზე“, – წერია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სახელმძღვანელოში.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button