HOTNEWSვიდეოსპორტი

ინციდენტი ტურნირზე-სტამბოლში ქართველმა და უკრაინელმა მოჭიდავემ იჩხუბა

სტამბოლში მიმდინარე იაშარ დოგუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალი სტილით უკრანელმა და ქართველმა მოჭიდავეებმა იჩხუბეს.

ზურაბ ერბოწონაშვილი უკრაინელ ალი ზაკარიევს 8:5-ს უგებდა, მაგრამ მან ერბოწონაშვილს სახეში ხელი გაარტყა, რაზეც მოჭიდავემ ასევე უპასუხა. ამის შემდეგ კი ჩხუბი დაიწყო – ხალიჩაზე უკრაინელთა მწვრთნელი გამოჩნდა და ზურაბ ერბოწონაშვილს დაარტყა, ჩხუბში ჩაერთო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძეც. 

საბოლოოდ ტურნირიდან ორივე მოჭიდავე მოხსნეს. 

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button