სპორტი

პირველი წარმატება ოლიმპიადაზე-ფიგურულ ციგურაობაში ქართველმა წყვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებმა მედალი მოიპოვა.

ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავასა და ალინა ბუტაევას წყვილმა, რომელმაც ორი დღით ადრე, მოკლე პროგრამაში 59.14 ქულით მესამე შედეგი დაიმსახურა, დღესაც წარმატებით იასპარეზა.

ბერულავა-ბუტაევას დუეტმა თავისუფალ პროგრამაში 98.15 ქულა დაიმსახურა, ჯამში 157.29 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button