HOTNEWSკულტურა

ოსკარის პრემიის ნომინანტები ცნობილია

ამერიკულმა კინოაკადემიამ ოსკარის პრემიის ნომინანტები დაასახელა. ოსკარის 92-ე ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის სტატუსის მოპოვებას ცხრა ფილმი შეეცდება. ამ ნომინაციაში მოხვდნენ ფილმები – „ერთხელ ჰოლივუდში”, „ირლანდიელი“, „პარაზიტი“, „1917“, „ქორწინების ამბავი“, „კურდღელი ჯოჯო“, „ჯოკერი“, „პატარა ქალი“, „ფორდი ფერარის წინააღმდეგ“.

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნომინირებულები არიან: სინტია ერაივო, სკარლეტ იოჰანსონი, შარლიზ ტერონი, რენე ზელვეგერი და სირშა რონანი.

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის სტატუსისთვის ნომინაციაში წარდგენილები არიან: ხოაკინ ფენიქსი, ადამ დრაივერი, ლეონარდო დიკაპრიო, ანტონიო ბანდერასი და ჯონათან ფრაისი.

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში დასახელდნენ: მარტინ სკორსეზე ფილმისთვის „ირლანდიელი“, ქვენტინ ტარანტინო ფილმისთვის „ერთხელ ჰოლივუდში“, ბონგ ჯონი ფილმისთვის „პარაზიტი“, სემ მენდესი ფილმისთვის „1917“ და ტოდ ფილიფსი ფილმისთვის „ჯოკერი“.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button