HOTNEWSვიდეოპოლიტიკა

აბაშიძე:თუკი რუსეთთან ავიამომოსვლა აღდგება, მივესალმები

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ავიარეისები უნდა დაინიშნოს,  პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ეხმაურება.

“რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება იყო საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება. შემდეგ გასული წლის ნოემბერში, როდესაც ჩვენ პრაღაში გვქონდა შეხვედრა მოვისმინეთ კომენტარი, რომ მოსკოვში განიხილება საკითხი ავიარეისების აღდგენის შესახებ, მაგრამ კონკრეტული თარიღები არ დასახელებულა. თუკი ავიამომოსვლა აღდგება, რასაც ჩვენ მივესალმებით, ამის შემდგომ შესაბამისი სააგენტოებისა და კომპანიების გადასაწყვეტია, თუ რა მარშუტები იქნება,” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button