საზოგადოება

დამწვარი მაღაზიის მეპატრონის თქმით, ზარალი 400 000 ლარს აღწევს

ქავთარაძის ქუჩაზე დამწვარი სავაჭრო ობიექტის მფლობელის, ნიკა ლოლაძის განცხადებით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა დაახლოებით 400 000 ლარია.

მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ერთ-ერთ ვერსიად კი პიროტექნიკის არასწორი მოხმარება განიხილება. მაღაზიაში სამშენებლო მასალები იყიდებოდა, თუმცა ხანძრის შედეგად ყველაფერი განადგურდა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button