ეკონომიკა

საქართველოს აეროპორტები 2019 წელს ხუთ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ

გასული 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 209 505 მგზავრს მოემსახურა. 2018 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 3.5 პროცენტით (176 182 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წელს), ხოლო 2017 წელთან შედარებით 27.63 პროცენტით (1 127 787 მგზავრით მეტი, ვიდრე 2017 წელს) არის გაზრდილი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 692 175 მგზავრს მოემსახურა, რაც 3.06 პროცენტით (116 444 მგზავრით) ნაკლებია, ვიდრე 2018 წლის თორმეტი თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა, რაც გასული წლის 8 ივლისიდან, საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტით იყო განპირობებული.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 41.51 პროცენტით გაიზარდა. სულ გადაყვანილია 873 616 მგზავრი, რაც 256 243 მგზავრით მეტია, ვიდრე 2018 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button