HOTNEWSვიდეოპოლიტიკა

ფრენების აღდგენა დადებითი მოვლენაა-ბერაია ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების ინიციატივაზე

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ავიარეისები დაინიშნოს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

“თუ ფრენები აღდგა, რა თქმა უნდა, ეს არის დადებითი მოვლენა, იმიტომ რომ მოქალაქეებს მისცემს გადაადგილების შესაძლებლობას. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რუსეთის ფედერაციამ და არა ვლადიკავკაზმა. თუ ფრენები აღდგა, რა თქმა უნდა, ეს არის შემდეგ უკვე შესაბამისი კომპანიების გადასაწყვეტი, რომელი ქალაქებიდან განახორციელებენ ფრენებს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს სამარა იქნება თუ ვლადიკავკაზი, თუ ფრენები აღდგა, თავისთავად, ეს იქნება დადებითი მოვლენა,“ – აცხადებს ირაკლი ბერაია.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button