პოლიტიკა

ციხელაშვილი:მუშაობა ყოველდღიურად გრძელდება, რათა მოხდეს უკანონო მოქმედებების შეჩერება

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმი პერიოდულად ახორციელებს უკანონო მოქმედებებს, მათ შორის ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე.

„კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გაააქტიურა ცხელი ხაზი. იცით, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ეს ერთ-ერთი მთავრი საკითხი გახლავთ. უშუალოდ ამ მონაკვეთზე არსებულ უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა ერგნეთში გამართული არაერთი ტექნიკური შეხვედრა. მუშაობა ყოველდღიურად გრძელდება, რათა მოხდეს უკანონო მოქმედებების შეჩერება და აღკვეთა. საუბედურად, რასაც, ასევე, ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი და რაც არის განსაკუთრებით მწვავე, მტკივნეული, გახლავთ ის, რომ ამ თემებს აბამს ისეთ მწვავე, მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება“ ,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button