HOTNEWSმსოფლიო

პიკასოს ტილოს ქვეყნიდან გატანის მცდელობისთვის ესპანელი მილიარდერი გაასამართლეს

მადრიდის სასამართლომ 83 წლის მილიარდერ ჰაიმე ბოტინს 18-თვიანი პატიმრობა და 26.2 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, ბოტინმა, რომელიც 2004 წლამდე სანტანდერის ბანკის ვიცეპრეზიდენტი იყო, პაბლო პიკასოს ტილოს „ახალგაზრდა ქალის თავი“ ქვეყნიდან უნებართვოდ გატანა სცადა. ინციდენტი 2015 წელს მოხდა.

ბრალდების მხარის განცხადებით, ნახატი ლონდონში აუქციონზე Christi’s უნდა გაყიდულიყო. ტილო ბოტინს ეკუთვნის და ამავდროულად ესპანეთის ეროვნულ ისტორიულ განძად ითვლება. შესაბამისად, ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, მის გასაყიდად ბოტინს ქვეყნის მთავრობის ნებართვა სჭირდებოდა. ჯარიმის გადახდის შემთხვევაში ბოტინს პირობითი სასჯელის მოხდა მოუწევს.

„ახალგაზრდა ქალის თავი“ 26 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ახლა ნახატი სახელმწიფო საკუთრება გახდა და მადრიდში, რეინა სოფიას მუზეუმშია გამოფენილი. 

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button