HOTNEWSვიდეოსაზოგადოება

ქალმა ქმრის ძალადობას ვეღარ გაუძლო და თავი მოიწამლა-შემზარავი ისტორია სოფელ შინდში

მამაკაცი, რომელიც საკუთარ ცოლზე სისტემატურად ძალადობდა, დაკავებულია. როგორც ირკვევა, მამაკაცი 36 წლის ქალს სცემდა, სარდაფში ამწყვდევდა, აშიმშილებდა და ეს ყველაფერი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ ხდებოდა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაუდებელი დახმარების ჯგუფმა შეიყვანა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ფაქტობრივად, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ნიშნები ჰქონდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი 36 წლის ქალბატონი, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში ნახეს. უმძიმეს გადაწყვეტილებამდე პაციენტი მას შემდეგ მივიდა, რაც საკუთარმა ქმარმა სარდაფში გამოკეტა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების მიღების შემდეგ 36 წლის ქალის მდგომარეობა უმძიმესი იყო.  მას შემდეგ, რაც მდგომაროება დასტაბილურდა, გამოძიებამ ის, უკვე გამოკითხა.

გამოძიება დაკავებულს სამი მძიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება. ასევე, სავარაუდოა, რომ მოკვლევა დაიწყოს იმ ადამიანების წინააღმდეგაც, რომელთაც დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებამდე არ მიჰქონდათ

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button