HOTNEWSპოლიტიკა

ზალკალიანი:ელჩის დანიშვნა კიდევ უფრო გააძლიერებს იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებობს

დავით ზალკალიანმა კელი დეგნანს საქართველოში ელჩად დანიშნა მიულოცა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა.

„მივესალმებით და ვულოცავთ ამერიკის ელჩს დანიშვნას. მოუთმენლად ველით დღეს, როდესაც მისგან მივიღებთ რწმუნებათა სიგელებს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში. დარწმუნებული ვარ, ელჩის დანიშვნა კიდევ უფრო გააძლიერებს იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობს. როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა დღეს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ყველა ძირითადი მიმართულებით, რაც განსაზღვრულია სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფორმატით – თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, თანამშრომლობის, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით, თანამშრომლობისა და დემოკრატიული ურთიერთობების გაძლიერების კუთხით, ასევე ხალხთაშორის ურთიერთობების მხრივ. ეს არის ის მთავარი, პრიორიტეტული მიმართულებები, რომელზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button