სამართალი

ზურაბ ჯაფარიძეს სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილებით, მას 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ჯაფარიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

“გირჩის” ლიდერი 18 ნოემბერს აქციის დაშლისას დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button