მსოფლიო

ნატო-მ იტალიაში უპილოტო საჰაერო დაზვერვის ბაზა გახსნა

ნატო-მ იტალიის ავიაბაზა „სიგონელაზე“ უპილოტო საჰაერო დაზვერვის პირველი ბაზა გახსნა. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, სიცილიაზე, სისტემის გახნის ცერემონიაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო ადაპტირებადი და ერთიანია.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ახალ, შეუიარაღებელ საჰაერო ხომალდს შეუძლია, 30 საათზე მეტხანს იფრინოს და მიაღწიოს უკიდურეს ჩრდილოეთს, საჰალის ზონას, ახლო აღმოსავლეთსა და ატლანტიკურ სივრცეს.

„ჩვენ აქ ვართ, რომ მივესალმოთ აშშ-დან პირველი ორი უპილოტო თვითმფრინავის ჩამოსვლას, რაც საჰაერო სივრციდან დედამიწის დაკვირვებას ისახავს მიზნად. სისტემა ფუნქციონირებას რამდენიმე თვეში დაიწყებს და წლის ბოლომდე კიდევ სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button