HOTNEWSვიდეოპოლიტიკა

ოკუპირებული ცხინვალის გადაწყვეტილებას ე.წ. საზღვრის არ გახსნასთან დაკავშირებით ციხელაშვილი გამოეხმაურა

ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. საზღვრის გახსნას არ აპირებს, ვიდრე სოფელ წნელისთან ქართული მხარე საგუშაგოს არ გააუქმებს.ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთის მესაზღვრეებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

განცხადებას გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, მისი თქმით, მდგომარეობა კრიტიკულია.

“სიტუაცია არის მართლაც ძალიან კრიტიკული. ეს ხდება სწორედ ასეთი გადაწყვეტილებებით, რომელსაც ასე თამამად აჟღერებენ ეს პირები და ალბათ კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ არავინ არ არის თავისუფალი ასეთ მძიმე დარღვევებზე პასუხისმგებლობისგან, როგორიც არის ადამიანის უფლებების შელახვა,” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button