მსოფლიო

პარიზში ლუვრის მუზეუმი დაიხურა

პარიზში გამართული დემონსტრაციის გამო ლუვრის მუზეუმი დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანული გამოცემის ცნობით, ათობით დემონსტრანტმა ცნობილი მუზეუმის შესასვლელი დაბლოკა, რის გამოც მუზეუმის ხელმძღვანელები იძულებულები გახდნენ, მუზეუმი დროებით დაეხურათ.

„მონა ლიზა აპროტესტებს“ „ლეონარდო აპროტესტებს“ – ასეთი იყო მუზეუმის შესასვლელთან შეკრებილი აქტივისტების შეძახილები. დემონსტრანტების დიდი ნაწილი, მუზეუმის თანამშრომლები იყვნენ. მათ საფრანგეთის დედაქალაქის სხვა კულტურული დაწესებულებების თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

ლუვრი ყოველდღიურად დაახლოებით 30 000 სტუმარს მასპინძლობს. დღეს კი, მუზეუმში ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალების 500 წლისთავთან დაკავშირებით მუზეუმმა დამთვალიერებელს იტალიელი მხატვრის განსაკუთრებულ გამოფენას სთავაზობდა.

აღსანიშნავია, რომ საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ დაწყებული გაფიცვის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლუვრის მუზეუმი სრულად დაიხურა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button