ვიდეოსაზოგადოება

ყალბი დოკუმენტების დამზადება/გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება/გასაღების ფაქტზე ფინანსურმა პოლიციამ ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და 600 დოლარად გაყიდა რუსეთის ფედერაციაში შემავალი, ინგუშეთის რესპუბლიკის ყალბი მართვის მოწმობა.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ყალბი მართვის მოწმობები. ასევე, მართვის მოწმობების მიღებასთან დაკავშირებული ყალბი საგამოცდო ბარათები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლების პირველი ნაწილით,” – განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გამომძიებელმა თორნიკე ბიბილეიშვილმა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button