HOTNEWSმსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა-ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია?

ჩინეთის ქალაქ უხანში გარდაიცვალა მეორე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის აქამდე უცნობი ერთ-ერთი შტამი დაუდგინეს. ამის შესახებ ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით Reuters-ი წერს. 

69 წლის კაცი 15 იანვარს პნევმონიისგან გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე ის საავადმყოფოში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის და სხვა ორგანოების სერიოზული დაზიანებების გამო გადაიყვანეს. 

ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც ამ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის ფაქტს დაადასტურებდა. ამ დასკვნას სპეციალისტები შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებენ: 

– ზღვის პროდუქტების ბაზრობა უხანში 2020 წლის 1 იანვარს დაიხურა. 3 იანვრიდან კი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის ახალი შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა (გამონაკლისი იყო ერთი ადამიანი, რომელიც ქალაქ უხანიდან ტაილანდში ჩაფრინდა).

– პნევმონიის მქონე პაციენტების მომსახურე სამედიცინო პერსონალში ჯერ საეჭვო სიმპტომები არ დაფიქსირებულა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button