HOTNEWSპოლიტიკა

არ მაიტნერესებს მათი განცხადებები, ჩვენ ვემსახურებით თბილისს-კალაძე ოპოზიციის პროტესტზე

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ისინი ამბობენ, რომ პარლამენტის წინ ტერიტორიის შემოსაზღვრის მიზანი ის არის, რომ აქციები აღარ გაიმართოს. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერი კახა კალაძემ განცხადება გააკეთა.

„მათ აქვთ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ ჩემი თხოვნაა, რომ მერიის საქმიანობაში ეს დღის წესრიგი გვერდით გადადონ. პირადად მე, არ მაიტნერესებს მათი განცხადებები, ჩვენ ვემსახურებით თბილისს, ვემსახურებით თბილისელებს. რისთვისაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია, ჩვენ ჩვენ გაცხადებულ დაპირებებს მივყვებით და ვასრულებთ ეტაპობრივად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პარლამენტის წინ ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი მერიამ 2019 წლის მაის-ივნისში შეისყიდა და წინასწარ იყო დაგეგმილი იქ სამუშაოები, რადგან არსებული მდგომარეობა „ძალიან მძიმეა“.

„არავინ არავის არ ზღუდავს დღეს გამოხატოს თავისი შეხედულებები ამა ათუ იმ საკითხზე. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება თუ რა დოენზეა დღეს ქვეყანაში აყვანილი და დაცული, ამას მგონი განმარტება არ სჭირდება. კარგად გვახსოვს რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, დღეს გვაქვს განსხვავებული მდგომარეობა. მათ ვერავინ შეუშლის დღეს ხელს გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები, რაც არ უნდა მკვეთრი იყოს მათი განცხადებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button