HOTNEWSპოლიტიკა

ეს ის კაცია, რომელიც აქციებზე სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ-დიღმელაშვილი ვაშაძეზე

გადმომცეს, გრიგოლ ვაშაძეს კვესიტაძესთან უთქვამს, ჩემი მოთხოვნილია პროპორციული არჩევნები, არაფერი შეგეშალოთო- ამის შესახებ შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩანს მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტებისთვის გრიგოლ ვაშაძის განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა და დიღმელაშვილს ახლახანს გაახსენდა, რომ ვაშაძე თურმე აქციებზე სცენის უკანაც ვერ ხვდებოდა.

“შეგახსენებთ, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ”-წერს დიღმელაშვილი.

პარტიებთან პირობა ერთი იყო: ისარგებლებდნენ ჩვენი სცენით თუ იზიარებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, არაფერს აკლებდნენ და არაფერს ამატებდნენ მათ. აგრეთვე, ყველა პარტიიდან თანაბარი რაოდენობის სპიკერი იქნებოდა და ამ სპიკერებს არა ისინი, არამედ ჩვენ შევარჩევდით.

ძალიან არასწორ ეგოს შეეხო!-აცხადებს შოთა დიღმელაშვილი ვაშაძეზე

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button